ქა РУ
ქვათახევის მონასტერს-ერთაწმინდის მონასტერს-რკონის მონასტერს-რკონის XII საუკუნის ხიდს
>> მომლოცველთა ტური

მოსანახულებელი ადგილები:

* ქვათახევის მონასტერს;
*
ერთაწმინდის მონასტერს
*
რკონის მონასტერს;
*
რკონის XII საუკუნის ხიდს

 

მარშრუტის სიგრძე - 100 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni, Mitsubishi Delica.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

მარტვილი  დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მას ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები. მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთითასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩეგოლასა “ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.

 

კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3-6 მეტრი, ზოგან 15-20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის, ოსხაპოს "სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია, ბოგა ". კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.

 

 

ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV საუკუნემდე დედათა მონასტერი ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა. (თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ–ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, “განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული “მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი “ და მალულად ამოსული სოფლის მაცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანობის უარყოფაზე უარი მიიღეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.

დარბეული მონასტერი შემდგომ მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442) აღადგინა. აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად ითვლებოდა, რომ იქ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. 1735-1740 წლებში მონასტერი დაიკეტა, ხოლო მონასტერში დაცული სიწმნიდეები მონასტრის ახლოს, გამოქვაბულში გადამალეს. XVIII საუკუნის ბოლოს ტაძარი ისევ მოქმედი გახდა, ხოლო 1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის მეშვეობით გადამალული განძი აღმოჩენილ იქნა და კვლავ მონასტერს დაუბრუნდა.

 

ზღვის დონიდან 840 მ, კასპიდან 20 კმ, მეტეხიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 16 კმ... სოფელში დგას XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - წმინდა ესტატეს ეკლესია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება - გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის - პაატას თავი, აგრეთვე მწერალი ს.ერთაწმინდელი....

 

რკონის კომპლექსში შედის XII საუკუნის ხიდი, რომელიც პირვანდელი სახითაა შემორჩენილი ისევე როგორც დანარჩენი ნაგებობები (ხიდის წარწერა). კომპლექსი მნიშვნელოვან, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა. რკონის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ-დასავლეთით 20 კილომეტრის მოშორებით, მდინარე თეძმის მარცხენა ნაპირზე.