ქა РУ
ლაილაში და სიყვარულის ჩანჩქერი რაჭა-ლეჩხუმში 30 სექტემბერი
27 ლარი
>> ყოველკვირეული ტურები
მოსანახულებელი ადგილები:
* ნაქერალას უღელტეხილი
* ნიკორწმინდა
* შაორის წყალსაცავი
* ლაილაში
* სიყვარულის ჩანჩქერი (რომელსაც გულის ფორმა აქვს)

ღირებულებაში შედის: 
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი

ტურის აღწერა: 
7 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან მოვინახულებთ რაჭის ულამაზეს ადგილებს: ნაქერალას უღელტეხილს, შაორის წყალსაცავს, ნიკორწმინდას, სიყვარულის ჩანჩქერს (რომელსაც გულის ფორმა აქვს). ლაილაშის ულამაზეს ხედებს ლეჩხუმში და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

ტურის თარიღი: 30 სექტემბერი
გასვლა: სააკაძის მოედანი 07:00 საათი;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:  593 761 651;  551 54 22 49

გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 48 საათით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)
 
 
ღირსშესანიშნაობები:
შაორის წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რომელიც აგებულია ალუვიური ნაფენებით დაფარული კარბონატული ქანებით. წყალსაცავს აქვს სამკუთხედის ფორმა, რომლის წვეროებშიც არის ორი ვიწრო პერევისას და ხვრელიეთის ყურეები. წყალსაცავის სამხრეთ-აღმოსავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ნაპირები ძლიერ დანაწევრებულია და წყლის მაღალი დონის დროს წარმოიქმნება მრავალი პატარა ყურე.
 
დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.