ქა РУ
3 დღე ბაქოში
>> საზღვარგარეთის ტურები
მოსანახულებელი ადგილები: I დღე: * ბულვარი * პატარა ვენეცია (ნავით გასეირნება) * გემით გასეირნება * თავისუფალი დრო * ღამის ბულვარი * ეშმაკის ბორბალი * სასტუმროში განთავსება I I დღე: * ძველი ბაქო * იჩერი-შეხერი * ქალწულის კოშკი * თავისუფალი დრო აქსესუარების შესაძენად * მინიატურული მუზეუმი * ლიტერატურული მუზეუმი * შირვანშაჰების სასახლე * შირვანშაჰების სკვერი * მონეტების მუზეუმი * თავისუფალი დრო * ალების შენობა * გმირულად დაცემულთა ხეივანი * ფუნიკულიორიდან ულამაზესი ბაქოს პანორამა * სასტუმროში განთავსება I I I დღე: * ჰეიდარ ალიევის მუზეუმი * ჰეიდარ ალიევის პარკი * თავისუფალი დრო შოპინგისთვის * დაბრუნება თბილისში ღირებულებაში შედის:
სასტუმრო 4* All Stars https://goo.gl/SnsA9n
საუზმე 2 დღე
მგზავრობა კომფორტული ტრანსპორტით გამყოლი ექსკურსია ბაქოში ფოტო და ვიდეო გადაღება ტურის აღწერა: I დღე: თბილისიდან გასვლა 13 ოქტომბერი 00:30 საათზე. ჩასვლა ბაქოში 11 საათისთვის, დაბინავება სასტუმროში. იჩერი-შეჰერი ქალაქ ბაქოს ისტორიული გული. ბაქოს უძველესი ნაწილი, რომელიც მოიცავს შირვანშაჰების სასახლესა და ქალწულის კოშკს, გახდა პირველი ობიექტი მთელი აზერბაიჯანის მასშტაბით, რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა. ქალწულის კოშკი XII საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლი ბაქოში. აგებულია სარტყლისებრ განლაგებული ქვის შვერილი რიგების მონაცვლეობით. ნაგებობა ცილინდრული ფორმისაა (სიმაღლე 28 მ, კედლების სისქე საძირკველთან 5 მ, შიგნით დანაწევრებულია 8 იარუსად) - მთელ სიმაღლეზე ებჯინება მასიური შვერილი კედელი (ე. წ. კონტრფონრი). თავდაპირველად იგი ზღვის პირას იყო აგებული, ახლა კი მასსა და ზღვას შორის პროსპექტი და ხეივანი მდებარეობს. შირვანშაჰების სასახლე შუა საუკუნეების აზერბაიჯანის ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი. კომპლექსში შედის: სასახლის 2-სართულიანი შენობა (ყველაზე ძველია კომპლექსში), დივანხანე რვაწახნაგა დარბაზით, რომლის 5 წახნაგს ამშვენებს თარებიანი გალერეა (XV საუკუნე), გეგმით სწორკუთხა საძვალე (1435), 2-გუმბათიანი მეჩეთი და მინარეთი (1442) სეიდ იაჰია ბაქუვის მომცრო მავზოლეუმი, აღმოსავლეთის კარი (1585), აბანო. შირვანშაჰების სასახლეში მუზეუმია. მინიატურული მუზეუმი რომელშიც გამოფენილია 5000 ექსპონატი. ლიტერატურული მუზეუმი რომელიც აშენებულის 1850 წელს, მუზეუმი არის 2 სართულიანი. ღამის ბულვარში გასეირნება. II დღე: მეორე დღეს მოვინახულებთ ჰეიდარ ალიევის მუზეუმს, რომელიც შედგება დიდი კომპლექსისგან. ითვლება ერთ-ერთ თანამედროვე სიმბოლოდ ბაქოში. პროექტის ავტორია ცნობილი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი. თანამედროვე კონსტრუქცია განკუთვნილია სხვადასხვა კულტურული ღონიძიებისათვის, და ატარებს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის სახელს. მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები. შენობა გახლავთ კომპლექსური, რომლის საერთო ფართობი 57,519 მ2-ია. პროექტში თითქმის არ გამოიყენება სწორი ხაზები. შენობის ფორმა ეს გახლავთ ტალღისებური მისწრაფება სიმაღლისკენ და შერწყმა მიწასთან. მსგავსი სტრქუტურა გამოხატავს არამხოლოდ არქიტექტურულ პოსტმოდერნისტულ სტილს, არამედ უსასრულობას. შენობის ხაზები კი წარსულისა და აწმყოს კავშირის სიმბოლოა. ძირითადი შენობის გარდა შემადგენლობაში შედის მიწისქვეშა პარკინგი და სკვერი. კომპლექსი ასევე მოიცავს ორ დეკორატიულ აუზსა და ხელოვნურ ტბას. გავისეირნებთ ბულვარში. სურვილისამებრ გავისეირნებთ გემით. III დღე: მესამე დღეს თავისუფალი დრო (შოპინგი). შუადღისას 15:00 საათზე წამოვალთ თბილისის მიმართულებით. თბილისში ვიქნებით 11-12 საათისთვის.
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი
ტურის თარიღი: 13-15 ოქტომბერი გასვლა: სააკაძის მოედანი 13 ოქტომბერი 00:30 საათი დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე: 593 761 651; 551 54 22 49