ქა РУ
ლომინას ტბა - ოკაცეს კანიონი - კინჩხას ჩანჩქერი და კანიონი
>> ერთდღიანი ტურები
მოსანახულებელი ადგილები:
* ლომინას ტბა
* ოკაცეს კანიონი
* კინჩხას ჩანჩქერი
* კინჩხას კანიონი
 
ღირებულებაში შედის: 
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი
 
ღირებულებაში არ შედის: 
* კვება
* შესვლის საფასურები:
* კანიონებზე და ტბაზე მისასვლელი ღირებულება სულ 20 ლარი
 
ტურის აღწერა: 
07:00სთ - თბილისიდან გასვლა;
12:00სთ - ოკაცეს კანიონის მონახულება;
14:00სთ - კინჩხას ჩანჩქერი
15:00სთ - ლომინას ტბა
18:00სთ - სადილი 
19:00სთ - თბილისისკენ წამოსვლა
23:30სთ - თბილიში დაბრუნება
 
ტურის თარიღი:  
გასვლა: სააკაძის მოედანი 07:00 საათი;
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:  593 761 651;  551 54 22 49
 
ღირსშესანიშნაობები:
კანიონი მდებარეობს მდინარე ოკაცეს ხეობაში. მდინარის სიგრძე 14 კილომეტრია, ხოლო კანიონის სიგანე ზოგან 3-6 მეტრი, ზოგან 15-20 მეტრია, სიღრმე კი 20-დან 100 მეტრამდე მერყეობს. კანიონს ამშვენებს რამდენიმე წყალუხვი ჩანჩქერი. ერთ-ერთი ტბის ,ოსხაპოს” სიგრძე 60 მეტრია. მდინარე ოკაცეზე რამდენიმე ბუნებრივი ქვახიდია გადებული, ერთი მათგანია ,ბოგა”. კანიონს გააჩნია მღვიმეები, საიდანაც გამოედინება კარსტული წყლები.
 
კანიონის კიროვან ნაპირზე იზრდება საკმაოდ მსხვილი ბზის ხეები. ხეობის ნაპირები ტყის ბუჩქნარითაა დაფარული. სოფლიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი ბილიკი ხვეულად ეშვება მისი ფსკერისაკენ. აქ კანიონის სიგანე და ქვახიდი 4 მეტრს არ აღემატება, მაშინ როდესაც სიღრმე 50 მეტრია.
 
კანიონი 2 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის ჯერჯერიბით შეუსწავლელია. ბოგას ქვემოთ, კანიონის სიღრმე მატულობს და 100 მეტრს აღწევს, რადგან ძველი ხეობის ფსკერი ზოგან უკუღმაა დახრილი. გეოლოგებმა აქ აღმოაჩინეს და რუკაზე დაიტანეს ტექტონიკური ნასხლეტი, დედამიწის ქერქის განარღვევი ნაპრალი და ამ ნაპრალის კიდეებს გადაადგილდება. ის ქვემო დინებას გარდიგარდმო ჰკვეთს. ხეობის ქვედა ნაწილი რამდენიმე ათეული მეტრით აწეულია შუა მონაკვეთთან შედარებით.