ქა РУ
ვარძია-რაბათი-მწვანე მონასტერი
27 ლარი
>> ყოველკვირეული ტურები
მოსანახულებელი ადგილები:
* ვარძია
* რაბათი
* მწვანე მონასტერი

ღირებულებაში შედის: 
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი

ტურის აღწერა: 
7 საათზე მიკროავტობუსით გავემართებით თბილისიდან მოვინახულებთ ვარძიას, ამის შემდეგ მოვინახულებთ რაბათს და მწვანე მონასტერს, გადავიღებთ სურათებს პიკმიკს მოვაწყობთ ბუნებაში და სასიამოვნოდ გატარებული დღის შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

ტურის თარიღი: 5 აგვისტო
გასვლა: სააკაძის მოედანი 07:00 საათი;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:  593 761 651;  551 54 22 49

გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 48 საათით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)
 
 
ღირსშესანიშნაობები:
მწვანე მონასტერი - ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერი – ასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებული – ყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგი – ღია.
         მწვანე მონასტერი სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ვიწრო, დაბურულ ხეობაში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიას და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს.
        ტაძარი დაახლოებით მე-9–10 საუკუნეებშია აგებული. იმ სტილისაა, როგორებიც იმ დროს შენდებოდა, თორემ ზუსტი თარიღი ან რაიმე ინფორმაცია მისი აგების შესახებ არ მოგვეპოვება – ყველაფერი განადგურებულია სხვადასხვა დროს შემოსეული მტრის მიერ. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის სახელი არ არის ცნობილი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული და ნაშთები ისევ შემორჩენილია. მე–16 საუკუნეში, შაჰ–თამაზის შემოსევების დროს, ეს მონასტერი დაარბიეს და მთლიანად განადგურდა აქაურობა. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. დაუჩეხავთ და მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.
 
ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.
 
ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, - მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
 
რაბათის ციხე მდებარეობს ქალაქ ახალციხეში (სწორედ აქედან მომდინარეობს კომპლექსის მეორე სახელი - ახალციხის ციხესიმაგრე), საქართველოს სამხრეთ ნაწილში, თურქეთის საზღვრიდან 17 კილომეტრის დაშორებით.
 
ამჟამად ციხესიმაგრე გადაშლილია 7 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე და წარმოადგენს ერთგვარ ქალაქს ქალაქში. ციხის ისტორიულ ნაწილში წარმოდგენილია მუზეუმი, მეჩეთი და მედრესე (მუსულმანური სასწავლო დაწესებულება), მეცხრე საუკუნის მართლმადიდებლური ეკლესია, ციტადელი და თურქული აბანოები. თანამედროვე ნაწილში ფუნქციონირებს სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ღვინის მაღაზია, სუვენირების მაღაზია და ქორწინების სახლიც კი.
 
რაბათის ციხე დაარსებულია მეცხრე საუკუნეში. 1578 წელს, როდესაც თურქებმა ქალაქი დაიპყრეს და მიუერთეს ის ოსმალეთის იმპერიას (ამჟამინდელი თურქეთი), ციხის ტერიტორიაზე აშენდა ზემოთ ნახსენები მეჩეთი და მედრესე. რაბათის ციხე მნიშვნელოვნად დაზიანდა 1829 წლის ბრძოლების დროს რუსულ-ქართულ და თურქულ ჯარებს შორის, რომელთა შედეგადაც რეგიონი რუსული გავლენის ქვეშ მოექცა.
 
2011 წლის გაზაფხულზე საქართველოს მთავრობამ რაბათის ციხის რესტავრაციისათვის 34 მილიონი ლარი გამოყო. შედეგად რაბათი მოგზაურთა საყვარელ ადგილად გადაიქცა, რომელსაც ყოველდღიურად 2000-მდე ტურისტი სტუმრობს.