ქა РУ
ბორჯომი-მწვანე მონასტერი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* ბორჯომი

* ბორჯომის პარკი

* მწვანე მონასტერი

 

მარშრუტის სიგრძე - 180 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - საშუალო

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

ღირსშესანიშნაობები:

სახელწოდება "ბორჯომის ხეობა" პირველად 1819 წლის საბუთებში გვხვდება, ხოლო მანამდე მას (XV საუკუნიდან) სადგერის ხეობა ეწოდებოდა. არქეოლოგიური კვლევა-ძიებით დასტურდება, რომ ბორჯომის ხეობაში პირველყოფილი  ადამიანი ბინადრობდა. II-IV საუკუნეებში აქ თორის საერისთავო დაარსდა, რომელსაც XV საუკუნემდე თორის მხარე ეწოდებოდა. XV  საუკუნეში აქ ავალიშვილთა სათავადო (საავალიშვილო) შეიქმნა. ამავე საუკუნის ბოლოს ბორჯომის ხეობა სამცხე-საათაბაგოსთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა, მოსახლეობის ნაწილი მტერთან ბრძოლაში დაიღუპა, დანარჩენი ზემო ქართლსა და იმერეთს შეეხიზნა.

 

XVIII საუკუნის ბოლოსათვის ბორჯომის ხეობა მთლიანად გაუკაცრიელდა. აქ არსებული ისტორიულ–კულტურული ძეგლები დაინგრა, ბევრი მთლიანად განადგურდა. ახალციხის საფაშოს მოშლისა და სამცხე-საათაბაგოდან თურქ დამპყრობთა განდევნის შემდეგ (1829 წ.) დაიწყო ბორჯომის ხეობის ხელახალი დასახლება. XIX საუკუნის 50-60 წლებში ზემო იმერეთიდან და ზემო ქართლიდან ბორჯომის ხეობაში 205 კომლი გადმოსახლდა. შემდგომში აქ უკრაინელი და ბერძენი მოახალშენენიც დასახლდნენ. 1871 წელს ბორჯომის ხეობა დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის საუფლისწულო მამული გახდა. ამ დროიდან აქაური გლეხობის მდგომარეობა გაუარესდა, რასაც 1899 წელს წაღვერისა და ტიმოთესუბნის გლეხთა აჯანყება მოჰყვა. 1918 წლის 7 მარტს ამიერკავკასიის სეიმმა ბორჯომის ხეობა სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921 წლის 20 მაისის დეკრეტით, ბორჯომის ხეობა სახელმწიფო მნიშვნელობის კურორტად გამოცხადდა.

 

 

მწვანე მონასტერი - ჩითახევის წმინდა გიორგის მონასტერიასე ჰქვია ბორჯომის ხეობაში ულამაზეს ადგილას განლაგებულ მამათა მონასტერს, რომელსაც ხალხმა სიყვარულით მწვანე მონასტერი შეარქვა. რომ გახედოთ, აქ არც ერთი ხე ერთნაირი მწვანე არ არის. ასევეა ქვებიც, რომლითაც ტაძარია აგებულიყველა მწვანეა, მაგრამ ზოგი მუქი და ზოგიღია.

         მწვანე მონასტერი სამცხე-ჯავახეთის ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ვიწრო, დაბურულ ხეობაში მდებარეობს. მისი აშენების ისტორიას და სხვა სახის ინფორმაციას ჩვენამდე არ მოუღწევია, თუმცა, მეცნიერთა ვარაუდით, იგი ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს აშენებული უნდა იყოს.

        ტაძარი დაახლოებით მე-9–10 საუკუნეებშია აგებული. იმ სტილისაა, როგორებიც იმ დროს შენდებოდა, თორემ ზუსტი თარიღი ან რაიმე ინფორმაცია მისი აგების შესახებ არ მოგვეპოვებაყველაფერი განადგურებულია სხვადასხვა დროს შემოსეული მტრის მიერ. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის სახელი არ არის ცნობილი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული და ნაშთები ისევ შემორჩენილია. მე–16 საუკუნეში, შაჰთამაზის შემოსევების დროს, ეს მონასტერი დაარბიეს და მთლიანად განადგურდა აქაურობა. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. დაუჩეხავთ და მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.