ქა РУ
ქვათახევი-უფლის ციხე-ატენის სიონი
>> მოკლე ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* უფლის ციხე

* ქვათახევი

* ატენის სიონი

 

მარშრუტის სიგრძე - 90 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

ღირსშესანიშნაობები:

ატენის სიონი ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძარია (24x19მ; სიმაღლე 22 მ.) და თითქმის იმეორებს მცხეთის ჯვრის არქიტექტურულ გეგმასა და ფორმებს, თუმცა რამდენადმე შეცვლილი პროპორციებით (ქ.აბრამიშვილი). კომპოზიციური ბირთვია გუმბათქვეშა კვადრატი. მასზე აღმართულია სფერული გუმბათის რვაწახნაგა, ოთხსარკმლიანი ყელი, რომელიც აფსიდების შვერილებს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუბმათის წრეზე გადასვლა კონუსური ფორმის, სამ წყებად განლაგებული ტრომპების საშუალებით ხდება. გუმბათის კამარა კი რელიეფური ჯვრითაა დამშვენებული. გუმბათქვეშა სივრცე ოთხმხრივ გახსნილია აფსიდებით - ისინი გეგმაში ჯვარს ქმნიან. ჯვრის მკლავებს შორის, ყოველ კუთხეში თითო ოთახია. საკურთხევლის აფსიდის მიმდებარე ოთახები სამკვეთლო და სადიაკვნეა, ხოლო დანარჩენი ორიდან სამხ. დასავლეთისა საქალებოა.

 

 

ტაძარი ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვის თლილი კვადრატებით. ტაძარში შესასვლელი სამხრეთით და ჩრდილოეთითაა. საკურთხეველი იატაკიდან ორი საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხეველში აღმოსავლეთ აფსიდის შუა სარკმლის ქვეშ დგას წმიდა ტრაპეზი, რომლის ორივე მხარეს დასაჯდომი საფეხურებია ღვთისმსახურებისათვის. ტაძრის ფასადებს ამკობს რელიეფები, სარკმელთა ჩუქურთმიანი თავსართები, თუმცა მხატვრულ-კომპოზიციურად ატენის რაიონის რელიეფი ბევრად ჩამოუვარდება მცხეთის ჯვრის რელიეფებს. სტილისტური ანალიზი კი ცხადყოფს, რომ რელიეფები სხვადასხვა დროს არის შექმნილი. ნაწილი ტაძრის აშენების თანადართულია, უმეტესობა კი X ს. II ნახევარს განეკუთვნება. საკურთხეველში სამი სარკმელია, სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებში - თითო, ხოლო რვაწახნაგა კამარით გადახურულ სამკვეთლოში - ორი.

 

ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ.წ. X-VI სს) უფლისციხე შიდა წართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე (~უფლის~, ~ბელადის~ ციხე-ქალაქი).

უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V სს. უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.

ძვ. წ. II-I სს. უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ახ. წ. I-III სს. კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.