ქა РУ
წინანდალი-თელავი-გურჯაანი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* წინანდალი

* თელავი

* გურჯაანი

 

მარშრუტის სიგრძე - 150 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

* ღვინის დეგუსტაცია

 

ღირსშესანიშნაობები:

კახეთი ცნობილია ვენახებით და ღვინის დაყენების უნიკალური წეს-ჩვეულებებით. აქ უნიკალური კლიმატია, იმისათვის რომ ყურძენი კარგად დამწიფდეს. დილის ნისლი და მაღალი კავკასიონის მთებიდან მოჩქეფარე უხვი მდინარეები ავსებს მათ მკაფიო არომატით.

კახეთში ღვინის ისტორია ძველი წელთაღრიცხვით მე-5 ათასწლეულიდან იწყება. ყურძნის კვალი, რომელიც აღმოაჩინეს არქეოლოგებმა საქართველოს ტერიტორიაზე არის უძველესი მსოფლიოში. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ღვინის კულტურა უხსოვარი დროიდან არსებობს და მართებულია საქართველოს ღვინის სამშობლო ეწოდებოდეს. ასევე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, უზარმაზარი ქვევრები, ოქროს ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. მსოფლიოში ცნობილი 2.000 ყურძნის ჯიშიდან 525 ქართულია, აქედან 30-მდე აბორიგენული ჯიში გამიყენება მეღვინეობაში, დანარჩენი კი ქართული მეღვინეობის ამოუწურავი რეზერვია.

ღვინის ისტორია განუყოფელია კახეთის ისტორიისაგან. ის იყო და არის საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი ფაქტორი, ამიტომ არ შეიძლება მისი უბრალო სასმელად აღქმა. ღვინო არის კახური ტრადიცების, კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი არა მხოლოდ სიცოცხლის და მხიარულების წყაროა, არამედ საკრალური მნიშვნელობაც აქვს. საუკუნეების მანძილზე კახელი ხალხი სიყვარულით უვლიდა ვაზს, ქმნიდა და თაობიდან თაობას გადასცემდა სულ უფრო სრულყოფილ აგროტექნიკასა და ღვინის დაყენების ტექნოლოგიას. მეღვინეობა დღესაც ვითარდება და უამრავ ღვინის გურმანს იზიდავს კახეთში.

 

კახეთის ქალაქებს შორის ერთ-ერთი უძველესია თელავი.

ქალაქი სახელწოდებით ეტიმოლოგიურად უნდა უკავშირდებოდეს ხე-მცენარეს თელას, რომელიც ამ რეგიონისათვის საკმაოდ დამახასიათებელ სახეობას წარმოადგენს.

 

თელავის ტერიტორიაზე პირველი დასახლება გვიანდელ ბრინჯაოს ხანაში გაჩნდა, ელინისტურ ხანაში განვითარდა, ხოლო გვიან ანტიკურ ხანაში მის ბაზაზე წარმოიქმნა ქალაქის ტიპის დასახლება.

 

თელავი პირველად მოიხსენება ბერძენი გეოგრაფის პტოლემე კლავდიუსის (ძ.წ. II საუკუნე) ”გეოგრაფიაში” ”Telada”ფორმით.

 

არაბი გეოგრაფი ალ-მუკადასი (X საუკუნე)აღნიშნავს, რომ თელავის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენდნენ. ცხადია, ამ დროს თელავი საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული. აშკარად ჩანს, რომ თელავი ქალაქია უკვე ადრეფეოდალური ხანის პირველ ნახევარში, ე.ი. მანამ სანამ იქ კახეთის პირველი მეფეები დამკვიდრდებოდნენ.

 

ისტორიკოსთა ნაწილი თვლის, რომ კახეთის ცენტრი კახეთის სამთავროს ჩამოყალიბების დროს იყო უჯარმა. გ.ჩუბინაშვილი კახეთის სამთავროს პირველ ცენტრად მიიჩნევდა ბოჭორმას, შემდეგ კი თელავს.ყოველ შემთხვევაში მეფე აღსართანის (1058-1084) რეზიდენცია ნამდვილად თელავშია.

 

ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როცა იგი კახეთ-ჰერეთის სამთავრო ცენტრი გახდა. XII საუკუნაში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო განვითარებული ვაჭრობითა და ხელოსნობით. XIII საუკუნის II ნახევრიდან, მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ, მისი მნიშვნელობა დაეცა,მოგვიანებით თელავი მონღოლი მოხელის სადუნ მანკაბერდელის საკუთრება გახდა.

 

XV-XVI საუკუნეებში ქალაქი ისევ დაწინაურდა. ირანის შაჰის აბას I ლაშქრობებმა მისი განვითარება კვლავ შეაფერხა. XVII საუკუნის 60-იან წლებში თელავს ხელსაყრელი პირობები დაუდგა. კახეთის მეფემ არჩილ II ისარგებლა ხანმოკლე მშვიდობიანობით, აქ სამეფო სასახლე ააგო და თავისი რეზიდენცია 1672 წელს გრემიდან თელავში გადაიტანა.

 

თელავის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი ერეკლე II მეფობის ხანას ეკუთვნის. მისი მეფობის პერიოდს (1744-1789 წ.წ.) ემთხვევა თელავის, როგორც სტრატეგიული და კულტურული ცენტრის კიდევ უფრო ზრდა.

 

წინანდალი-კახეთის მარგალიტი

ისტორიული, გეოგრაფიული და კლიმატური პირობების იშვიათი შეხამების წყალობით, წიაღისეული სიმდიდრით, ფლორისა და ფაუნის სიუხვით საქართველო უნიკალური მხარეა, ხოლო მისი ერთ-ერთი თვალწარმტაცი კუთხის-კახეთის წიაღში, ცივ-გომბორის მთის ამწვანებულ კალთებსა და ალაზნის ზურმუხტოვან ველზე გადაშლილია საქართველოს სიმდიდრისა და სილამაზის თვალმარგალიტი-სოფელი წინანდალი, საიდანაც ხელისგულივით მოჩანს კავკასიონის ბუმბერაზი მთები.

წინანდალი მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში,გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, ზღვის დონიდან 560 მ-ზე, თელავიდან 10 კმ-ის მოშორებით.

ნვე ყოფილა ციხე-სიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ როგორც მოსახლეობის, ასევე პირუტყვის თავშესაფრად. ქალაქ სიღნაღისა და სიღნაღის ციხე-სიმაგრის ისტორია განუყრელადაა დაკავშირებული მეფე ერეკლე II-ის სახელთან, რომელმაც ,,განაახლა.... გალავანი სიღნაღისა” და მას მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. ერეკლე II-მ მოახდინა სიღნაღის გალავნის გენერალური რეკონტრუქცია, გაამაგრა კედლები და შეუხამა იმ დროის მოთხოვნებს.

 

 ბოლო წლებში საქარველოს კულტურის სამინისტროსა და პრეზიდენტის მხარდაჭერით განხორციელდა სიღნაღის რეაბილიტაცია. აშენდა სასტუმროები, რამდენიმე ახალი რესტორანი და კვების ობიექტი, შეიცვალა ინფრასტუქტურა, მოპირკეთდა ქუჩები, ასევე შენობებს დაუბრუნდა თავისი ისტორიული სახე. ასევე აშენდა სიღნაღის მუზეუმი, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება.