ქა РУ
ბოდბის მონასტერი-ლაგოდეხის ნაკრძალი-გურგენიანის (ნინოსხევის ჩანჩქერი)
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* ბოდბის მონასტერი

* ლაგოდეხის ნაკრძალი

* გურგენიანის (ნინოსხევის ჩანჩქერი)

 

მარშრუტის სიგრძე - 160 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - საშუალო

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

ბოდბის მონასტერს გამორჩეული ადგილი უკავია საქართველოს სულიერ ცხოვრებაში. ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისაა, რომ აქ განისვენებს ქართველთა განმანათლებელი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინო. დაბა „ბოდბისი“ უფალმა ჯერ კიდევ წმიდა ნინოს სიცოცხლეში განადიდა, როგორც მისი სათნომყოფელის მომავალი განსასვენებელი. და იმ დროიდან მოყოლებული წმიდა ნინოს საფლავი მადლისა და კურნების ცხოველ წყაროდ იქცა ქართველი ერისათვის.

 

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას სწორედ ჩანჩქერებისა და ფრინველების სანახავად უნდა ეწვიოთ. ალაპური იალაღების თავზე მთის არწივები, ბატკანძრები და ორბები დალილვლივებენ, აქ მობინადრე როჭო და შურთხი კი ის ფრინველებია, რომლსაც მხოლოდ კავკასიაში შეხვდებით. თუ გინდათ იხილოთ როგორ გადმოქუხს ლაღი და წყლიანი ჩანჩქერები, შრომისხევსა და ნინოსხევს ფეხით უნდა შეუყვეთ. 7-8 კილომეტრის გავლა არაფრად მოგეჩვენებათ იმ სანახაობასთან შედარებით, რითაც წყალვარდნილები სტუმრებს ეგებებიან. გზაში შეიძლება შველს, ირემს ან გარეულ ღორსაც გადააწყდეთ. ლაგოდეხის ნაკრძალი და აღკვეთილი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი და მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 400-დან 3500 მდე მერყეობს. 2850 მეტრზე ასულებს "შავი კლდეების ტბები" დაგხვდებათ, რომლებიც მყინვარის დადნობის შედეგად წარმოიშვა. კლდეებში ჩაგუბებული ტბების სილამაზე მნახველთა გაოცებას იწვევს. გაოცებას იწვევეს ფოთლოვანი ტყეების სამეფოს წიფლისა და რცხილას ქალწულებრივი ტყეებიც, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ მოეძებნება და ის ფაქტიც, რომ აქ ფლორის 121 სახეობა კავკასიის, ხოლო 9 საქართველოს ენდემია, საიდანაც 7 საკუთრივ მხოლოდ ლაგოდეხში გვხვდება.