ქა РУ
ჯვრის მონასტერი-მცხეთა-სვეტიცხოველი
>> მომლოცველთა ტური

მოსანახულებელი ადგილები:

* ჯვრის მონასტერი

* მცხეთა

* სვეტიცხოველი

 

მარშრუტის სიგრძე - 40 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 30 წთ (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

ღირსშესანიშნაობები:

მცხეთა ქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის რაიონის (1930 წლიდან) ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.მცხეთისა და "დიდი მცხეთის" ტერიტორია დასახლებული იყო ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანაში (ძვ.წ. III-II ათასწლეული). გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრინდელი რკინის ხანაში (ძვ.წ. II-I ათასწლეული) იგი მჭიდროდაა დასახლებული (სამთავროს, ზემო ავჭალის, წიწამურის, ნარეკვავის, წეროვნის, ნაბაღრევის სამაროვანი და ნამოსახლარები). ბრინჯაო - რკინის ხანაში მოსახლობათა ურთიერთობა კავკასიის ცივილიზაციის სინქრონულ კერებთან სამთავროს მეშვეობით ხორციელდებოდა. ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან მცხეთის ისტორიაში აისახა ახლო აღმოსავლთის უძველეს პოლიტიკური წარმონაქმნთა ცხოვრებისათვის დამახასიათებელი დიდი ძვრები - ძველ მცხეთაში შემოიჭრა ძლიერი კულტურული ნაკადი, რომელმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ქალაქის ცხოვრება III - IV საუკუნეებამდე, ძველი სამოსახლოების განვითარება, მათი ერთ დიდ ქალაქად, დიდ მცხეთად გაერთიანება, რომლის ერთ-ერთი თავისებურება იყო მოსახლეობის ეთნოგრაფიული სიჭრელი, მისი სოციალური და პროფესიული დიფერენციაცია. ლეგენდის თანახმად, ქალაქი დააარსა ეთნარქმა მცხეთოსმა. არსებობს მოსაზრება, რომ სახელწოდება "მცხეთა" წარმოდგება მესხთა (მოსხები-მუშქები) ტომის სახელიდან. ამ ტომის სამოსახლო მცხეთის ტერიტორიაზე ძვ.წ. VIII საუკუნის შემდეგ უნდა გაჩენილიყო. ძვ.წ. IV საუკუნის ბოლოდან მცხეთა ახლად წარმოქმნილი ქართლის (იბერიის) სამეფოს პოლიტიკური ცენტრია.

 

სვეტიცხოვლის დღევანდელი ნაგებობა XI საუკუნისაა.

 

ცნობილია, რომ მე-4 ს-ის დასაწყისში აღმოსავლეთ საქართველოს სამეფომ ოფიციალურად მიიღო ქრისტიანული სარწმუნოება, რის შემდეგაც საქართველოს ტერიტორიაზე მის განსამტკიცებლად დაიწყო ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა. პირველი ქართული ეკლესია კი აიგო სწორედ ამ ადგილას, მდინარეების - მტკვრისა და არაგვის შესართავთან, „წმინდა ჭალაში“, ანუ სამეფო ბაღში. იგი აუგიათ პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მითითებით IV ს-ის 30-იან წლებში. ეს ხის ნაგებობა მცირე ზომის ყოფილა, რაც ტაძარში ბოლო ხანს ჩატარებული არქეოლოგიური გამოკვლევების შედეგაც დადასტურდა. აქ აღმოჩენილი ხის სვეტების ნაშთები მეცნიერებმა IV საუკუნით დაათარიღეს, რითაც საშუალება მოგვეცა დარწმუნებით გვეთქვა, რომ მირიან მეფის ბრძანებით აგებული სვეტიცხოველი ხის ნაგებობა ყოფილა.

 

V ს-ის მეორე ნახევარში, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, ქართულმა ეკლესიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა - ე.ი. გახდა ავტოკეფალური (მანამდე იგი ანტიოქიის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა). ამ დროიდან მცხეთა უკვე ცხადდება საპატრიარქო რეზიდენციად, კათედრით სვეტიცხოველში. ქალაქი ამ დროს წარმოადგენდა არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის ქრისტიანობის ცენტრს. პატარა ხის ეკლესია უკვე აღარ შეესაბამებოდა ქრისტიანული რელიგიის როლსა და ავტორიტეტს, რის გამოც ვახტანგ გორგასლის ბრძანებით V ს-ის ბოლოს მის ადგილზე ააგეს დიდი ზომის ქვის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესია, რომლის ზომებიც ბევრად აღამატებოდა იმხანად ცნობილ ეკლესიებს: წილკნის, ბოლნისის, ხაშმის და სხვა. ვახტანგისეული ნაგებობიდან დღემდე თითქმის აღარაფერი შემორჩა, რადგან დროთა განმავლობაში ძალზე დაზიანებულა. XI ს-ის დამდეგისათვის საჭირო გამხდარა მისი გადაკეთება.

 

„ჯვრის მონასტერი არის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი პალესტინაში. იგი არსებითად მთელი ციხე-ქალაქია, რომელიც მაღალი ზღუდით არის შემოზღუდული. ზღუდის შიგნით მოთავსებულია მეტად რთულ ნაგებობათა კომპლექსი სამ და ოთხ სართულად, მრავალრიცხოვანი სათავსებით, რომელთა რაოდენობა დღესაც ორას სამოცდაათს აღწევს. მონასტრის ძირითად ტაძარს უჭირავს ფართობი 27,5მx15,2მ ზომისა (418 კვ. მეტრი). იგი წარმოადგენს ოთხ სვეტზე დაყრდნობილ თაღებს და ბოლოვდება გუმბათით. სვეტების განია დაახლოებით 1,42მx1,43მ. მონასტერი ერთ დროს მთლიანად დაფარული ყოფილა ფრესკებით.“