ქა РУ
მწვანე მონასტერი-საფარა-ჭულე-ზარზმა
>> მომლოცველთა ტური

მოსანახულებელი ადგილები:

* მწვანე მონასტერი

* საფარა

* ჭულე

* ზარზმა

 

მარშრუტის სიგრძე - 230 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - საშუალო

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni, Mitsubishi Delica.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 4 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

მწვანე მონასტერი - ტაძარი დაახლოებით მე-9–10 საუკუნეებშია აგებული. იმ სტილისაა, როგორებიც იმ დროს შენდებოდა, თორემ ზუსტი თარიღი ან რაიმე ინფორმაცია მისი აგების შესახებ არ მოგვეპოვებაყველაფერი განადგურებულია სხვადასხვა დროს შემოსეული მტრის მიერ. უფრო მეტიც, არც ერთი ადამიანის სახელი არ არის ცნობილი, რომლებიც აქ მოღვაწეობდნენ. ის კი ნამდვილად ვიცით, რომ აქ ლავრის მსგავსი დიდი მამათა მონასტერი იყო. ტაძრის მთელ შემოგარენში კელიები ყოფილა გაშენებული და ნაშთები ისევ შემორჩენილია. მე–16 საუკუნეში, შაჰთამაზის შემოსევების დროს, ეს მონასტერი დაარბიეს და მთლიანად განადგურდა აქაურობა. მაშინ ათობით ბერი დახოცეს და აწამეს. ბევრი დამალულა და გადარჩენილა. ის სისხლი, რომელიც მდინარე ჩითახევში ჩაყრილ ქვებზეა, მე–16 საუკუნეში დახოცილ ბერებს ეკუთვნით. დაუჩეხავთ და მდინარეში ჩაუყრიათ. სისხლიანი ქვები მონასტრის ტერიტორიაზე გამავალი მდინარის თითქმის მთელ სიგრძეზეა ჩაყოლებული.

 

 ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტშიდაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირშისახელწოდებაჭულევიმომდინარეობს სიტყვიდანჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევიდაჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდებაჭულევი.“ ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება         XIV საუკუნით. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში საცემია ცრუ პატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე.

 

ზარზმამონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). მონასტერი დაუარსებია ფეოდალური ხანის ცნობილ სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის აგიოგრაფიულ თხზულებაში. ეკლესიის ადგილის შერჩევის შემდეგ სერაპიონმა და მისმა ძმამდადვეს საფუძველი”. სერაპიონს მტრულად შეხვდნენ მახლობელი დაბის მცხოვრებნი. მის გაძევებასაც კი მოითხოვდნენ. სერაპიონმა ადგილობრივ მოსახლეობას სასწაული მოუვლინა: ერთ დღეს გასკდა კლდე და წამოვიდა ნიაღვარი რომელმაც თითქმის მთელი სოფელი წალეკა. ამიტომაცეწოდა ზარზმა, რომელი ზარითა და შიშითა მოუთხრობელითა შეპყრობილ იყვნეს”.