ქა РУ
ახალი შუამთა-ძველი შუამთა-იყალთო
>> მომლოცველთა ტური

მოსანახულებელი ადგილები:

* ახალი შუამთა

* ძველი შუამთა

* იყალთო

 

მარშრუტის სიგრძე - 100 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - საშუალო

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 2 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი დაფუძნდა XVI -ის 50-იან წლებში კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) და მისი მეუღლის თინათინის მიერ. დედოფალი თინათინი ამავე მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად და აქვეა დაკრძალული.

 

 ძველი შუამთა, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი თელავის რაიონში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. კომპლექსი მოიცავს სამ ეკლესიას, რომელთაგანაც ყველაზე ძველი სამნავიანი ბაზილიკაა, იგი V საუკუნით თარიღდება და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ნიმუშია. ასევე კომპლექსი შედის VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა. მესამე ეკლესიაც ასევე VII საუკუნეს მიეკუთვნება და შედარებით მცირეა. სამივე ეკლესია რიყის ქვით არის ნაგები, კუთხეებისათვის გამოყენებულია შირიმი. XVI საუკუნეში ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ამჟამად იგი მოქმედი არ არის მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეისათვის კომპლექსი უამრავ მნახველს მანსპინძლობს.

 

 ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. იყალთოს მონასტერი ქართული კულტურისა და განათლების მძლავრი კერა იყო. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობს სამი ეკლესია: ღვთაების, ყველაწმიდისა და სამების. და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო წმ. მამა ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 х9 ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა რომ, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა მრავალი სახელოსნო, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა მრავალი სათავსოები.