ქა РУ
ალავერდი-გრემი-ნეკრესი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* ალავერდი

* გრემი

* ნეკრესი

 

მარშრუტის სიგრძე - 160 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

ალავერდი - X საუკუნეში დაწყებულ ქართულ სამთავროთა გაერთიანების ძირითადი ღერძი მართლმადიდებლობა იყო. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თითქმის ერთდროულად დაიწყო დიდი საკათედრო ტაძრების მშენებლობა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე, 50 წლის განმავლობაში, აიგო ბედიის ტაძარი აფხაზეთში, ბაგრატის ტაძარი - ქუთაისში, სვეტიცხოველი - მცხეთაში, ოშკი - ტაო-კლარჯეთში და ალავერდის ახალი დიდი ტაძარი - კახეთში. ალავერდის ახალი საკათედრო ტაძარი იოსებ ალავერდელის პატარა ეკლესიის ადგილას კვირიკე კახთა მეფეს XI საუკუნის დასაწყისში აუგია. ალავერდი იმთავითვე კახეთის მთავარ სალოცავად იქცა. ამავე პერიოდში აქ შეიქმნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქია საქართველოში. მასში შედიოდა ფშავ-ხევსურეთი, თუშეთი, მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აწყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე. კახეთის შემოერთების შემდეგ დავით აღმაშენებელმა ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს ერთიან ეკლესიას დაუქვემდებარა. ალავერდის საყმო მამულთა უმრავლესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო მიმოფანტული. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის წინამძღვრადაც ითვლებოდნენ და ამიტომ ამბას წოდებასაც ატარებდნენ. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს.

 

გრემი -  1616-წელს შაჰ-აბასმა დალაშქრა და ააოხრა კახეთი, მათ შორის გრემიც, მას შემდეგ გრემი ფეხზე ვეღარ წამოდგა. მომდევნო ხანებში კი კახეთის დედაქალაქად თელავი იქცა და გრემში ცხოვრება ნელ-ნელა შეწყდა. ამჟამად გრემისაგან კარგად არის შემონახული მცირე გალავანი და ტაძარიღაა შემორჩენილი, რომელიც XV-XVI-საუკუნეებისაა და მთავარანგელოზის სახელობის. აღსანიშნავია ტაძრის მოხატულობა, აქედან ტაძრის მოხატვის წელლს 1577 და არქიტექტორის ლევან მეფის ვინაობას ვიგებთ. თვით ლევანის ფრესკა მდებარეობს ტაძრის დასავლეთ კედელზე, იგი ტაძრის მოდელით ხელში არის გამოსახული. XX-საუკუნის 80-იან წლებში აქ მუზეუმი გაიხსნა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა - კურთხევით გრემში აღსდგა ღვთისმსახურება. XX-საუკუნის 90-იან წლებში ტაძარში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა რესტავრაცია: ტაძარი გადაიხურა და გამაგრდა. 1999 წლის 12 დეკემბერს, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდში აიგო კელიები ბერებისათვის...  2011 წლის ზაფხულში გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, ჩატარდა არქეულოგიური გათხრები, შესწავლილი იქნა გრემის ნაქალაქარის უბნები, ასევე ჩაუტარდა რესტავრაცია მცირე ტაძრებსაც, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი. ჩასულ მნახველს შეექმნება შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.

 

ნეკრესი - მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს.