ქა РУ
ბოდბე-დავით გარეჯი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* ბოდბე

* დავით გარეჯი

 

მარშრუტის სიგრძე - 260 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 3 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

ბოდბის მონასტერი მდებარეობს სიღნაღის რაიონში, სიღნაღიდან ირიოდე კილომეტრის დაშორებით. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში, მირიან მეფის ბრძანებით, წმ. ნინოს საპატივსაცემოდ. წმინდანი ბოდბეში გარდაიცვალა და ღვთის განგებით აქვეა დაკრძალული. მირიანს მცხეთაში სურდა მისი გადმოსვენება მაგრამ ორასმა კაცმა ვერ დაძრა მისი სარეცელი ადგილიდან. ამიტომ წმ. ნინოს საფლავზე მეფეს ააშენა ტაძარი. შემდგომში აღმშენებლობითი სამუშაოები აქ ბაქარ მირიანის ძესაც ჩაუტარებია. VIII-IX საუკუნეებში ტაძარი სამნავიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. მონასტერის გამშვენიერებაში დიდი წვლილი მიუძღვის დემეტრე I-საცტაძარი მოხატულია 1823 წელს იოანე მაყაშვილის დაკვეთით, რუსი მხტვრების მიერ, მხატვრობაში აშკარად იგრძნობა იტალიური სკოლის გავლენა. ამავე წელს გაკეთდა კანკელი, აშენდა საეპისკოპოსო სასახლე.  2002 წელს აღსდგა სამრეკლოც. ასევე ამ პერიოდში მთავარ ტაძარსაც ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. მონასტერს აქვს საკმაოდ დიდი მეურნეობა, მოქმედებს ხატწერისა და ხელსაქმის სახელოსნოები. მონაზვნები მწიგნობრულ საქმიანობასაც ეწევიან ხელნაწერთა მიხედვით მზადდება ახალი საღვთისმსახურო წიგნები და სხვ.

 

დავითის ლავრის სამხრეთ-დასავლეთით აღმართული კლდის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს უდაბნო - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო ანსამბლი. გამოქვაბული მონასტერი მოიცავს მრავალ ეკლესია-სენაკს. ანსამბლის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ჩრდილოეთით სამთაღიანი გასასვლელით დაკავშირებული მაღალი და ფართო სადიაკვნე ეკვრის. მონასტერს ჰქონდა აგრეთვე სატრაპეზო და სხვა დანიშნულების სათავსები. უდაბნოს მონასტერში დაცულია მხატვრობა, რომელშიც პირველად აისახა დავით გარეჯელის ცხოვრების ციკლი. მთავარი ეკლესიის მოხატულობის უძველესი ფენა X საუკუნის II ნახევრით თარიღდება. ამავე ხანას მიეკუთვნება სატრაპეზოს მოხატულობა. ეს სატრაპეზო არის 6-7 მეტრის სიმაღლის. ამ სატრაპეზოს აქვს მარანში შესასვლელი კარი, რომელიც გამოკვეთილია ასევე კლდეში. იქ დღესაც არის შემორჩენილი დამარხული ქვევრები. აქ ტრაპეზის პირდაპირ არის გამოხატულება: მაცხოვრისა, ღვთის-მშობლისა და ნათლის-მცემლისა, სრულის ტანით მოუშლელი, რომელთათვის თათრებს მოუთხრიათ თვალები ხანჯლის წვერით. სადიაკვნის მოხატულობა სტილისტური და იკონოგრაფიული ნიშნებით ახლოს დგას ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნების ადრინდელი ხანის მოხატულობის ნიმუშებთან და 856-864 შორის უნდა იყოს შესრულებული (. აბრამიშვილი). მოხატულობის II ფენა XIII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი - XIV საუკუნეს.