ქა РУ
შატილი-მუცო
>> ერთდღიანი ტურები
მოსანახულებელიადგილები:
* დევების ქვები
* დათვიჯვრის უღელტეხილი
* შატილის კოშკები
* შატილის ეკლესია
* მუცოს ციხე-კოშკები
* აკლდამები

ღირებულებაში შედის: 
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი

ტურის თარიღი: 8 ოქტომბერი

გასვლა: სააკაძისმოედანი 07:00 საათი;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:  593 761 651;  551 54 22 49
 
ღირსშესანიშნაობები:
გუდანის ჯვარი, წარმართულიუ ღვთაება და მისი სახელობის სამლოცველო ხევსურეთში. გადმოცემით, პირველად სანეს მთაზე დამკვიდრებულა, შემდეგ სოფ. გუდანში. ხევსურულ სადიდებელთა ტექსტებში მოიხსენიება საღვთო ბერი ბაადურის სახელით. ითვლებოდა ხევსურეთის 3 ძირითადი საგვარეულო-სათემო გაერთიანების - საარაბულოს, საჭინჭარაულის, საგოგოჭუროს მთავარ ღვთაებად და მთელი ხევსურეთის საკულტო ცენტრად. გუდანის ჯვარში ხდებოდა საერთო საქმეების განსჯა-გადაწყვეტა (გარეშე მტერზე ლაშქრობა, დაზავება, მოსისხლეთა ძნელად მოსაგვარებელი საქმის გარჩევა, ჩვეულებითი სამართლის რჯულის კოდექსების დაცვა ან შეცვლა, წლის მანძილზე მოსალოდნელ ამბავთა წინასწარ შესატყობად ქადაგის დასმა და ა. შ.).
 
შატილი, ქართული სამშენებლო ხელოვნების ერთ-ერთი ბრწყინვალე, უნიკალური ძეგლია. კლდეზე შეფენილი სოფელი ერთდროულად საცხოვრებელიც იყო და ციხესიმაგრეც, იგი საუკუნეთა მანძილზე დარაჯობდა საქართველოს ჩრდილოეთ გადმოსასვლელებს (ამჟამად აღდგენილია). სოფლის კიდეებს მიუყვება ერთმანეთთან მიჯნით ნაგები ციხე-სახლების რიგი და იქმნება ერთიანი, მიუვალი დამცველი კედელი, რომელიც საიმედოდ კეტავს სოფელს. გარე სამყაროსთან შატილს არღუნის ხეობაში გამავალი ერთადერთი ვიწრო გზა აკავშირებს. შატილის განაშენიანება ტერასულია, შენობათა ძირითადი ტიპია ბრტყელსახურავიანი სახლი და კოშკური საცხოვრებელი. სოფელს შენობებს შორის მთელ სიმაღლეზე აუდის ვიწრო ქვის კიბე, აქა-იქ შემორჩენილია ძვლებისაგან შეკრული ფიცარნაგები - გადასასვლელები, რომელთა მეშვეობით მტრის შემოსევის შემთხვევაში შესაძლებელი იყო მთელი სოფლის შემორბენა ქუჩაში გამოუსვლელად. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან შატილი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
 
ანატორის ჯვარი,  „წმინდა“ ნადირის (ჯიხვის, არჩვის, შვლისა და სხვ. გარეული ცხოველის) მფარველი ღვთაება ხევსურეთში. ამჟამად ცნობილია ასევე, როგორც მთავარანგელოზის სალოცავი. სამლოცველო აქვთ სოფელ შატილიდან 3 კმ-ის დაშორებით, ნასოფლარ ანატორში. იგი შატილიონთა საერთო სალოცავად ითვლება. შატილის უძველესი მცხოვრებნი — ანატორელნი ანატორის ჯვრის უნჯი ყმები იყვნენ. მათი თავკაცები შეადგენდნენ ამ სალოცავის ჯვარიონს. ანატორის ჯვარი ქისტების სალოცავიც იყო. მისი ნიში ქისტურ სოფელ ჯარეგოშიც იდგა. კულტს ენათესავება საქონლის მფარველი მეგრული ღვთაება ჟინი ანთარი და აფხაზური აითარა. ანატორის ნასოფლარი მოიცავს ერთმანეთზე მიჯრით ნაგებ, ქვის სიპებით თავშეკრულ აკლდამებს. გადმოცემით ეს აკლდამები ეკუთვნით ანატორელებს, რომლებიც ჟამს გაუწყვეტია ერთ-ერთი მათგანის მიერ ანატორის ჯვრის სალოცავის უდიერად მოპყრობის გამო.
 
მუცო, მდინარე მუცო-არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელში დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია. ლეგენდის თანახმად, სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.