ქა РУ
შიომღვიმის მონასტერი-ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი-ზედაზენის მონასტერი
>> ერთდღიანი ტურები

მოსანახულებელი ადგილები:

* შიომღვიმის მონასტერი;
*
ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმი;
*
ზედაზენის მონასტერი;

 

მარშრუტის სიგრძე - 40 კმ (ერთი მიმართულებით)

ტურის ხანგძლივობა - 1 დღე

სირთულე - მარტივი

სატრანსპორტო საშუალება: Mercedes-Benz Sprinter, Mini Veni.

ავტომობილით მგზავრობის ხანგრძლივობა: 1 საათი (ერთი მიმართულებით)

 

ტურის ღირებულებაში შედის:

* ტრანსპორტირება კომფორტული ტრანსპორტით

* პროფესიონალი გიდის მომსახურეობა

* კომპანია „Nice Tours“ სერვისი - ტურის დაგეგმარება და კოორდინირება

* ჯგუფური ფოტოების გადაღება

 

 

ღირსშესანიშნაობები:

შიომღვიმის მონასტერი მდებარეობს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სარკინეს (ახალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუახანებში, სირიიდან მოსული ბერის შიოს მიერ, რომელმაც სიცოცხლის ბოლო ორი წელი მონასტრის შუა ნაწილში მდებარე ბნელ მღვიმეში გაატარა და იქვე დაიკრძალა.

 

სამონასტრო კომპლექსის უძველესი ნაგებობაა ჯერ კიდევ წმიდა შიოს სიცოცხლეში, 560-70-იან წლებში აშენებული წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, რომლის ქვედა ნაწილი საგანგებოდ გაკაფულ კლდეში არის ამოყვანილი. ეკლესია „თავისუფალი ჯვრის“ ტიპისაა. ნაგებია ნატეხი ქვით.

 

 

1010-1033 წლებში კათალიკოსმა მელქისედეკ I ეკლესიაში გააკეთებინა კანკელი, რომელიც შედგება ოთხი მოჩუქურთმებული ფილისაგან, რომელზედაც რელიეფური გამოსახულებებია - ძველი აღთქმის სქემა, ჯვარცმა, წმიდა სიმეონ მესვეტე და მართა, წმიდა შიოსა და ევაგრეს შეხვედრა (მცხეთელი დიდებული, რომელიც წმიდა შიომ ბერად აღკვეცა). ეს რელიეფები შუა საუკუნეების ქართული სკულპტურის საუკეთესო ნიმუშთა რიცხვს განეკუთვნება (ინახება ხელოვნების მუზეუმში).

 

ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან. ისტორიული ცნობებით, ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასწყისში (109 წ.) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).

VI საუკუნის შუა წლებში სირიიდან სამშობლობში დაბრუნებულმა ქართველთა საეკლესიო მოღვაწეთა ჯგუფის, ე.წ. ასურელთა მამების, მეთაურმა იოანემ შეარჩია `მთაი… მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო~, `აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედა-ზადენ~. აქ `პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრეს მუნ~. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფეები დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანე ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს (მიაჩნიათ, რომ იოანეს მოწაფის თათას მიერ უნდა იყოს აშენებული ქასური წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, `დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი~. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდგომ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს – სადიაკვნე, მიქაელის მიერ - `აკლდამას თანა~ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს `ეკლესია განადიდა~, სამოელმა `მარანი ქვითკირითა ქმნა~ და სხვა. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წ. დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს `წარუღო ციხე ზედაზენი” და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათოლიკოსმა დომენტიმ. XIX ს., ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია გადახურეს `რკინის სახურავით~, დასავლეთის კედელში გაჭრეს შესასვლელი, მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვა. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. 1915-22 წწ. მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წწ. ეკლესიის X-XI საუკუნეების კანკელის ფრაგმენტები გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა.ოლინკევიჩმა (ინახება საქართველოს ხელოვნ. სახელმწიფო მუზეუმში). 1970-71 წწ. ნ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა აღდგენითი, საკონსერვაცია და კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის გაიხსნა იოანე ზედაზნელის საფლავი და დაედგა ახალი ქვა.

1946 წლის 17 იანვარს ზედაზნისა და საგურამოს ტყეები ნაკრძალად გამოცხადდა.