ქა РУ
გელათი-მოწამეთა-ბაგრატი-პრომეთეს მღვიმე-სათაფლია
>> მომლოცველთა ტური
მოსანახულებელი ადგილები:
* გელათი
* მოწამეთა
* ბაგრატი
* პრომეთეს მღვიმე
* სათაფლია

ღირებულებაში შედის: 
* მგზავრობა მიკროავტობუსით
* გამყოლი

ღირებულებაში არ შედის:
* შესვლის საფასურები 
* პრომეთეს მღვიმე 11 ლარი (სტუდენტები და მოსწავლეები 5 ლარი)
* სათაფლია 8 ლარი (სტუდენტები და მოსწავლეები 5 ლარი)

ტურის თარიღი: 5 აგვისტო
გასვლა: სააკაძის მოედანი 07:00 საათი;

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით მითითებულ ნომრებზე:  593 761 651;  551 54 22 49

გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 48 საათით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)
 
 
ღირსშესანიშნაობები:
მოწამეთას ტაძარში,  საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
 
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, გალავანი, სამსართულიანი კოშკი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის კარიბჭეები და ეზოში მოთავსებულ ტაძრის ფასადებისა და შიდა კედლების ორნამენტით შემკული შემორჩენილი დეტალები და ფრაგმენტები.
 
გელათის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარის შესასვლელში, ანდერძის თანახმად („გალობანი სინანულისანი“) დასაფლავებულია მეფე დავით აღმამშენებელი.
აგრეთვე, აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დემეტრე პირველი, გიორგი მესამე, იმერეთის მეფეები ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I და სხვა. ამავე ტაძარში, შემონახულია დავით აღმამშენებლის ერთადერთი ფრესკა, რომელსაც ერთ ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს, ხოლო მეორეში – გრაგნილი.
 
სათაფლიის კარსტული მღვიმეები — კარსტული მღვიმეების ჯგუფი დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (იმერეთი). ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 7 კმ-ზე. მღვიმეები განლაგებულია სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე.
 
მღვიმეთა აბსოლუტური სიმაღლე მერყეობს 275 მეტრიდან 405 მეტრამდე. სათაფლიის მღვიმეთა ჯგუფი მდიდარია, როგორც ესთეტიკურად, ისე ფაუნისტური და ფლორისტული სახეობების სიმრავლით. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია კოლხური ტყე, რელიქტური და ენდემური ნიმუშებით და დინოზავრის ნაკვალევით.
 
საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარებს სამგურალის სერზე, ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი „გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე - 10 მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს.
 
პრომეთეს მღვიმე - კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მ-ზე. ქალაქ თბილისიდან დაშორებულია 240 კილომეტრით, ხოლო ქალაქ ქუთაისიდან 40 კილომეტრით. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. წარმოადგენს ჰორიზონტალურად დახშულ მღვიმეს. შესასვლელის სიმაღლეა 3,5-4 მ, სიგანე 7 მ. მთავარი შესასვლელიდან მე-60 მეტრზე ახშობს სიფონური ტბა, რომლიდანაც გამოდის მდინარე ყუმი. მღვიმეში გვხვდება სტალაქტიტები, კალციტის ნაღვენთები, ნგრევით წარმოქმნილი და ორგანოგენული ნაფენები, მ.შ. გუანოს სქელი ფენა. ჰავა დინამიურია. ჰაერის მოძრაობა მკვეთრად იგრძნობა. მჭიდრო კავშირშია ზედაპირულ ძაბრებთან. გვირაბის ბოლოს არის სიფონი, რომლის სიღრმე 2 მ, ხოლო ტემპერატურა 15°C აღწევს (1959 წლის შეფასება). გვხვდება ვოკლუზური წყაროები, რომლებიც დაკავშირებული არიან მღვიმურ ნაკადთან. სიფონის მახლობლად მდებარე დარბაზში არის ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია. გუანოში ჭიების სხვადასხვა სახეობებია. მღვიმურ ნაკადს მოსახლეობა იყენებს სასმელად. არსებობს გეგმა, ჭრილები. მღვიმეში გავლა ადვილია. ტურისტული მარშრუტის სიგრძეა 1060 მ.